“გთხოვთ, ავიღოთ ტაიმ-აუტი, მომეცით საშუალება გადავერთო მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე”

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს.

“ჩემო კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს ვიხ­დი ასე­თი ფორ­მით მო­მარ­თვის­თვის, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნებ­საც აქვს, რა­ღაც სტა­დი­ე­ბი, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებს, იყო ადეკ­ვა­ტუ­რი. მა­ს­მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მინ­და, ვთხო­ვო, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან მათ­და­მი დიდი მად­ლი­ე­რე­ბის გამო, უკვე ორი დღეა, ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­დე­გოდ მი­წევს გარ­კვე­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა.

თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბით გან­ვლილ 12 დღე­ში შეს­რულ­და ორი უდი­დე­სი ამო­ცა­ნა: ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და ბავ­შვის ტრა­გე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მდა­რე მიზ­ნე­ბის­თვის და შე­იქ­მნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რომ არ მო­დუნ­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა და გაგ­რძელ­დეს თავ­და­ზუ­გა­ვი შრო­მა გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად, რის­თვი­საც კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას.

მო­ცე­მულ ეტაპ­ზე თქვენც კარ­გად ხვდე­ბით, რომ ყვე­ლას ერ­თად გვი­წევს ერთი და იგი­ვე წრე­ზე ბრუნ­ვა, ვი­ნა­ი­დან მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ შემ­დგომ მოვ­ლე­ნებ­ზე. უკვე უხერ­ხუ­ლია, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის მხრი­დან ყვე­ლა მო­საზ­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და მათ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­და ჩემს ად­გილ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნის ყუ­რე­ბა და მოს­მე­ნა.

იცით ჩემი გულ­წრფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბა თქვენ­და­მი და ისიც იცით, რომ რო­გორც კი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე, მა­შინ­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა თქვენ­თვის, ამი­ტომ უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, დრო­ე­ბით ავი­ღოთ ტაიმ-აუტი, მო­მე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე, რათა არც ერთი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი, იმე­დია, ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ ოჯახ­ზე მე­ტად ვე­რა­ვინ გა­ნიც­დის ამ სა­ში­ნე­ლე­ბას.

P.S. თქვენს მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მის სის­ხლის სა­მარ­თლე­ბი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­კი­თხი – ანუ რა­ტომ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ძი­ე­ბა “თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის” ან “სი­ცოხ­ლის გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი მოს­პო­ბით”, გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე ხში­რი და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი. თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი კი­დევ ერთხელ გან­გი­მარ­ტოთ, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს ედა­ვე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას, რო­გორც მი­ნი­მუმ უნდა ამ­ტკი­ცებ­დე, რომ შენ­მა ოჯა­ხის წევ­რმა თავი მო­იკ­ლა, რაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია ოჯა­ხის მხრი­დან.

თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც არც ოჯა­ხი აინ­ტე­რე­სებს და არ მათი პო­ზი­ცია და სა­კითხს სვა­მენ არა კი­თხვის, არა­მედ რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვის ფორ­მით, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ავუხ­სნა, რომ “თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ” მუხ­ლის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­ზე­დაც სა­უბ­რო­ბენ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ორი­დან ოთხ წლამ­დე ვა­დით. ზუს­ტად ანა­ლო­გი­ურ დას­ჯა­დო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს “სი­ცოხ­ლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით”.

იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ე­დევ­ნენ გი­ორ­გის და რა­მაც გა­მო­იწ­ვია ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა (რო­გორც არ უნდა ამ­სუ­ბუ­ქონ მათი ქმე­დე­ბა, ეს ფაქ­ტი უტყუ­ა­რად დად­გე­ნი­ლია) ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ორი მუხ­ლით, რო­მელ­თა­გან ერთი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე ვა­დით, ხოლო მე­ო­რე შვი­დი­დან ათ წლამ­დე ვა­დით. ამ­დე­ნად, მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა – რა უნდა მოვ­თხო­ვო გა­მო­ძი­ე­ბას, რომ ათწ­ლი­ა­ნი დას­ჯა­დო­ბი­დან გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რონ 4-წლი­ან დას­ჯა­დო­ბამ­დე?

რაც შე­ე­ხე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, იმე­დია, აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია, რა­ტომ ვიკ­ლავთ თავს ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის ბო­ლომ­დე გა­მოწვლილ­ვით შეს­წავ­ლით. მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ყვე­ლას!” – წერს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე.

ასევე იხილეთ