ალექსის დედა: ნუ წერთ, რომ გარდაიცვალა, ნუ აზიარებთ და ნუ მისამძიმრებთ, გთხოვთ

პატარა ალექსი პატურაშვილის დედა ნატალი კორნევა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხალხს მიმართავს.

„ნუ წერთ რომ გარდაიცვალა, ნუ აზიარებთ და ნუ მისამძიმრებთ გთხოვთ…..

ჩემთვის ნამეტანია ამდენის ატანა და დანახვა.

მადლობა თქვენ და გვაპატიეთ, რომ იმედები ვერ გავამართლეთ.

გვაპატიე ალექს, მეც მასთან ერთან მოვკვდი, აღარ ვარ, უბრალოდ სხეული დარჩა, მეც ვიკეთებდი ქიმიებს და მეც ვმკურნალობდი.”- წერს ნატალი კორნევა.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილი ალექსი პატურაშვილი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა, გარდაიცვალა.

ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი პატარა ალექსის იანვარში დაუდგინდა.

საზღვარგარეთ ჩატარებული ურთულესი მკურნალობის კურსი, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბავშვი კვლავ საქართველოში ჩამოიყვანეს. 

ასევე იხილეთ