16 წლის მოზარდის დედა: თურმე ერთმანეთს იცნობდნენ

ლაგოდეხის ნაკრძალში, “ნინოსხევის ჩანჩქერზე” გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დედა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მოზარდის დედა წერს, რომ გოგონა გარდაცვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს იცნობდა.

“თურმე ერთმანეთს იცნობდნენ…გაცნობისთანავე თემა საუბრის ფეხბურთი ყოფილა.სოფი ხომ ნორჩ დინამოელში ვარჯიშობდა….” – წერს მოზარდის დედა.

ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში, “ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის გოგო მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. დღეს, მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება სკოლა ,,ალბიონის” პედაგოგებს წარუდგინა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურიძალადობისთვის ედებათ.

ასევე იხილეთ