„ბევრის თვალში ძალიან შეიცვალა ჩემი შეფასების კრიტერიუმი, რადგან გავთხოვდი და თან ვიღაც „ჩმორ ლიბერალს“ კი არა, ვაჟკაცურ ტიპაჟს გავყევი…“

ირინა ტორონჯაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, როგორ რეაგირებს მისი მეუღლე მის სექსუალურ ჩაცმულობაზე:

„მინდა ვთქვა, რომ აშკარად ჩემი მეუღლის დამსახურებაა ის, რომ ბევრის თვალში, ძალიან შეიცვალა ჩემი შეფასების კრიტერიუმი. ანუ, რადგან გავთხოვდი და თან ვიღაც „ჩმორ ლიბერალს“ კი არა, ქართველ ვაჟკაცურ ტიპაჟს გავყევი, ნიშნავს იმას, რომ მგონი, მართალს ვამბობდი – „ესე იგი, ეს გოგო რაღაც სწორს აწვებოდა“ (იცინის). იმდენად შეიცვალა მათი აღქმა ჩემდამი, მეუბნებიან, რომ მე შევიცვალე. ვიზუალურად ნამდვილად შევიცვალე, ათი კილოგრამი მაქვს მომატებული, მაგრამ ჩემში ფასეულობების ცვლილება არ მომხდარა. მეუღლე ზუსტად იზიარებს ჩემს ღირებულებებს და მათში არაფერია შესაცვლელი. მე ვიცავდი დაჩაგრულ ქალებს და მათ უფლებებს საწყის დონეზე და შეიძლება, ერთ დღეს ავდგე და ვთქვა, უი, აღარ ყოფილა საჭირო, არსად არ იჩაგრება ქალი-მეთქი? ეს ხომ სისულელეა და არასდროს მოხდება…“

ასევე იხილეთ