“დღე არ გადის ისე, რომ ვინმეზე არ გავიგო, რომ სიმსივნე აქვს, ან სიმსივნისგან გარდაიცვალა!”

პიარტექნოლოგი, ქოუჩი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ წამს ერთი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ შევიტყე. გარდაიცვალა სიმსივნისგან! დღე არ გადის ისე, რომ ვინმეზე არ გავიგო, რომ სიმსივნე აქვს, ან სიმსივნისგან გარდაიცვალა!

უნდა ვებრძოლოთ ამ ვერაგ მტერს ერთიანი ძალით და კომპლექსურად! უნდა არსებობდეს რაღაც ერთიანი ფონდო ონკოლოგიური პაციენტებისთვის. უნდა არსებობდეს და იყოს სიმსივნის მკურნალობა ამ ქვეყანაში #1 პრიორიტეტი! რა ჯანდაბად მინდა, რომ საპენსიო ფონდში მახდევინებენ იძულებით თანხას ვითომ სიბერისთვის – მირჩევნია “იძულებით” ვრიცხავდე თანხას ასეთ ფონდში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად! უნდა შეიცვალოს კანონები!

უნდა შეიქმნას სისტემა, რომელშიც ყველა ორგანიზაციის თანამშრომელი გადარიცხავს ყოველთვიურად სიმბოლურ თანხას – 1 ლარს! აი, დღეა არ გადის, რომ მეგობრის ფბ კედელზე ვირტუალურად არ მიმახეთქონ შუბლით და ახლო ხედით დამანახონ, რომ ამაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოს არ აქვს!”

ასევე იხილეთ