„ტეხავს“, თუ პირჯვარს გადაიწერ და იტყვი – „უფალო, შემიწყალე“, სამაგიეროდ, სასულიერო პირების განკითხვაა მოდაში“

თეა დარჩია პასუხობს ფემიციდის შესახებ დასმულ შეკითხვას ჟურნალ „გზასთან“:

„ურწმუნოებისა და უღმერთოების ბრალია, რომ ცხოველებს დავემსგავსეთ. აქ არც დედაა დამნაშავე და არც მამა, არც აღზრდა, ისეთი კარგი მშობლები ვიცი, რომლებიც ძალიან აგრესიულ შვილებს ზრდიან, რომ მიკვირს.

სამწუხაროდ, დღეს სირცხვილიც კია, თუ ღმერთის გწამს: „ტეხავს“, თუ პირჯვარს გადაიწერ და იტყვი – „უფალო, შემიწყალე“. სამაგიეროდ, სასულიერო პირების განკითხვაა მოდაში. რატომღაც გვავიწყდება, რომ სასულიერო პირებიც ადამიანები არიან და მათ წრეშიც არიან „ისეთებიც“ და „ასეთებიც“.

ასევე იხილეთ