“მანქანაში გაზი აუფეთქდა… ვეძებ გოგონას, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩემს შვილს”

დოდო მესხიძე ახალგაზრდა მედიკოსს ეძებს, ვინც მის შვილს უბედური შემთხვევის დროს დახმარება გაუწია. მოქალაქე შესაბამის განცხადებას ჯგუფ “ვეძებში” აქვეყნებს.

 

“ვეძებ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ერთ ახალგაზრდა გოგონას, რომელის სახელიც კი არ ვიცი და რომელმაც დიდი დახმარება და თანაგრძნობა გაუწია ჩემს შვილს. მედმუშაკი ვარო, უთქვამს. 22 ნოემბერს საღამოს “კარფურთან” ავტოშემთხვევის დროს მანქანაში გაზი აუფეთქდა ჩემს შვილს. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო და ღმერთი გფარავდეს შენი კეთილი გულისთვის. თუ ამ პოსტს ნახავ, გთხოვ, შემეხმიანე პირადად მინდა, მადლობა გადაგიხადო”, – წერს დოდო მესხიძე.

 

 

ასევე იხილეთ