„მარტო მეგობარი არ ვარ, დედაც ვარ… გვაქვს დედა-შვილობის წესები და იმის მიხედვით ვმოქმედებთ”

ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ “დღის პოსტის” ეთერში შვილთან, ლილუსთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

„მარტო მეგობარი არ ვარ, დედაც ვარ. სიმკაცრეც მახასიათებს. გვაქვს დედა-შვილობის წესები და იმის მიხედვით ვმოქმედებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ ჩემი შვილი მხოლოდ ათოსანი იყოს. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, კარგი ადამიანი იყოს. რჩევას არასდროს ვაძლევ. ვუყვები ჩემს კონკრეტულ შემთხვევას, რა დამემართა იმავე ვითარებაში. თუ უნდა გაითვალისწინებს ჩემს გამოცდილებას. მე არასდროს ვითვალისწინებდი რჩევას, ამიტომ არ ვაძლევ რჩევას ჩემს შვილს. სხვათა შორის, მაგალითი ჭრის…“ – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

ასევე იხილეთ