“მამას ბოლო პენსია” – იძებნება ამ 5-ლარიანი კუპიურის პატრონი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა ჭიღლაძე ეძებს წარწერიანი 5-ლარიანი კუპიურის პატრონს.

“ვაშლიჯვარში სუპერმარკეტში მოლარემ მომცა ეს 5-ლარიანი არ დავკვირებულვარ. სახლში რომ მივედი, მაშინ შევამჩნიე, რომ რაღაც ეწერა. წავიკიკითხე – მამას ბოლო პენსია. გულზე მომხვდა ეს წარწერა. მინდა. ვიპოვო ამის პატრონი და დავუბრუნო ეს, რომ არასდროს დახარჯოს და ქონდეს შენახული”, – წერს ლაშა ჭიღლაძე.

ასევე იხილეთ