„ქმარი ყოველთვის მიწყობდა ხელს, რომ მარტო ან ჩემს მეგობრებთან ერთად წავსულიყავი სამოგზაუროდ…“

მანიკა ასათიანი ჟურნალ „სარკესთან“ მოგზაურობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას მეუღლე ყოველთვის უწყობს ხელს – თუ თავად ვერ ახერხებს მასთან ერთად გამგზავრებას, მეგობრებთან ერთად ვოიაჟს მანიკა უპრობლემოდ ახერხებს.

მანიკა ასათიანი: 

„ბექას რეჟიმს შეყვარებულობის პერიოდიდან ვიყავი მიჩვეული და ყოველთვის ხელშეწყობა ჰქონდა ჩემგან. არ მესმის ის ურთიერთობა, თუ ერთი ვერ ახერხებს წასვლას, მოითხოვოს, რომ მეორეც არ წავიდეს. ქმარი ყოველთვის მიწყობდა ხელს, რომ მარტო ან ჩემს მეგობრებთან ერთად წავსულიყავი სამოგზაუროდ…

მე და ბექა ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ზუსტად ვიცი, რა მოეწონება და არასდროს ვურეკავ და არც ფოტოს ვუგებ, ეს გიყიდო თუ არა-მეთქი. მისი შერჩეული მუდამ ძალიან პრაქტიკულია. ყოველთვის ხვდება, რა მჭირდება…“

როგორია ქმარი მოგზაურობაში?

ბექასთან მოგზაურობა ძალიან კომფორტულია. ყველგან დამყვება, არასდროს არაფერს აპროტესტებს. მეც სულ ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა და ამიტომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

ასევე იხილეთ