“თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს…”

გივიკო დიდია ბავშვობას იხსენებს და ბებიაზე სოციალურ ქსელში წერს.

“წელიწადის ყველა დრო ლამაზია, როცა გვერდით საყვარელი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები გყავს
მთელი “ ბაღნობა “ ნათიეს ლოგინში გავატარე. სახეზე მივადებდი ლოყას და ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა, მის ხელებს ვეფერებოდი და ბევრჯერ მოყოლილ ზღაპარს ისე მიყვებოდა, თითქოს პირველად ყვებაო. მეც ისე გავიტრუნებოდი , ვითომ პირველად ვისმენდი. ბოლოს ვეუბნებოდი, მაი ზღაპარი ვიცოდი-თქო და მებუტებოდა აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო. ვეუბნებოდი , შენნაირი სიბერე მინდა მქონდეს-თქო . შენ რომ მიყვარხარ, ისე მინდა ვუყვარდე ჩემ შვილიშვილებს-თქო. გეიცინებდა და მეტყოდა – “ ჩემს ასაკამდე ბედნიერად გაგეტარებინოს ცხოვრება ნენა“

 პ.ს თუ ვინმე მკითხავს, რა არის სიყვარული, აუცილებლად მოვუყვები ამ ამბავს და მჯერა, რომ ის მიხვდება პასუხს. კიდევ იმასაც მიხვდება , რა თბილი , გემრიელი და შეუცვლელია ბებიეს კალთა. გაუფრთხილდით ბებიას და ბაბუას სანამ გყავთ, ისინი ჩვენით ცოცხლობენ”, – წერს გივიკო.


ასევე იხილეთ