პარიზში, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტმა განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა

საფრანგეთში, პარიზის ფილარმონიაში ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მორიგმა წარმატებულმა კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ამ ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გარდა განსაკუთრებული ტალანტისა, ხატიამ ამჯერადაც შთამბეჭდავად მოახერხა საკუთარი ვიზუალის პრეზენტირება. მუსიკოსი შავი ფერის კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და  ტრადიციულად “Cartier”-ის ყელსაბამი, რომლის სახეა, კიდევ უფრო მეტად ამშვენებდა.

კონცერტის დასასრულს ტაში და ოვაციები რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ასევე იხილეთ