“დღეს სიყვარული შეიცვალა, განელდა” – ვინ იყო გიორგი ნაზღაიძის ორი დიდი სიყვარული?

ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე აცხადებს, რომ დღეს სიყვარულმა ფერი იცვალა. ნაზღაიძის თქმით, მის ცხოვრებაში 2 დიდი სიყვარული იყო.

„დღეს სიყვარული შეიცვალა, განელდა… ალბათ, ცხოვრება შეიცვალა, სხვა ფასეულობებმა წამოიწია წინ. ადრე თუ იყო სიყვარული ურთიერთობის მთავარი ღერძი, ახლა ურთიერთობაში არის სიყვარულიც, ფინანსებიც, მატერიალურისკენ მივდივართ, გული მწყდება. ადამიანებს გულით აღარ უყვართ.

ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი სიყვარული იყო, ეს ალბათ ყველამ იცის. ეს გრძნობა შეიძლება რამდენჯერმე მოვიდეს… მზად ვარ სიყვარულისთვის. გართულდა მეორე ნახევრის პოვნა. არ ვარ მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ჩემი გული ღია და თავისუფალია”, – განაცხადა ნაზღაიძემ.

ასევე იხილეთ