“სითბო ნამდვილად მაკლდა… მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოსწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და ჰგავდა”

ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის ტრავმებს იხსენებს და მათზე წერს.

“ბავშვობის ტრავმებზე:
1. სითბო ნამდვილად მაკლდა, ძილში გადამისვა მამამ 2-ჯერ თავზე ხელი, ამ დროს თვალები გავახილე და იმ წამსვე მივიტუქსე, რატომ გღვიძავსო;

 2. არსად არ მიშვებდნენ 2 მიზეზის გამო, ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა და ჩემს ხუთოსნობას საფრთხე არ შექმნოდა;

3. მივეჩვიე დამჯდარ ძილს, ერთი წაკითხვით ვსწავლობდი ყველაფერს, ამიტომ წიგნს ვშლიდი მარტო ტექსტიან გვერდზე და შუბლზე ხელაფარებული ვიძინებდი. რომ მეთქვა, უკვე ვიცითქო, მედალი რომ ვერ გამეტანა ან პირველ წელსვე ვერ მოვწყობილიყავი, დაბრალდებოდა ერთჯერ წაკითხვით ნასწავლს
3. მამას ვგავარ, მამას საკუთარი თავი არ მოწონდა, მოწონდა დედაჩემი, რომელსაც ჩემი და გავდა, ამიტომ, ავტომატურად ვითვლებოდი უშნოდ;
4. ჩემს არსადგაშვება და 24 საათი სწავლის სტრესი მიკომპენსირდებოდა ლამაზი ტანსაცმლით, შედეგად ასაკშიც სტრესის შემდეგ რამე უნდა ვუყიდო ჩემს თავს
5. ყველაზე მეტად ვისჯებოდი ტყუილის თქმის შემთხვევაში უსასტიკესად
6. გართობა და დროსტარება ითვლებოდა დანაშაულად, ამიტომ ეს 2 რამ დღესაც არ გამომდის
P.S. ყველაზე მთავარი დამავიწყდა, უხმოს და უსმენოს ბოლომდე მახეხიეს მუსიკალური სკოლა და გამოსაშვებზე ბახის ოთხხმიანი ფუგა იყო წამების მწვერვალი”, – წერს ნადირაძე.

ასევე იხილეთ