“მსუქანი, ქოშინა და დონდლო იყო, დარწმუნებული ვარ არც ბანაობს და ყარს პალატა”

მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ახალგაზდრობას იხსენებს.

“ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, ‘დარბოდა’ ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით- თვითონაც ახალგაზრდა იყო..
დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ – საათის ისრის საწინააღმდეგოდ- არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო
აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…
მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას გავს ეს ჩემისაო..

მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგინილი, მასზე.
რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი ‘მორბენალია’.

 ხელები ფართოდ განზე, ნახევრად ჩამოსული, ქოშინა, ფეხებიც განზე- ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი და ოფლიანო სახე, აწეული ამაყად ზემოთ- სირბილის დროს რომ თან აკვირდებოდა- ვინ უყურებს, რომ ასეთი ‘სპორტულია’ და ‘დარბის’…

მოყვარულ სპორტსმენებს გვაქვს ეს აზრი თავში: ვინ გაძალებს. თუ ვარჯიშობ, მხოლოდ შენთვის… არა, ამას მაშინ პოპულისტური ‘შტუჩკები’ ახალი დაწყებული ჰქონდა…სირბილშიც კი ყალბი იყო, ნაგავი ‘ხუთოსნები’ რომ არიან ყველა კლასში, ისეთი კი არა, ბუნებით ნიჭიერები. მასწავლებელო, მე მეკუთვნის ტიპები, მათზე ნიჭიერ კონკურენციას რომ ვერ იტანენ, ბოღმა ტიპები და ჩაშვება და ენატანიობა, პროვოკაცია რომ მათი ცხოვრების კრედოა..
რამდენი რამის გაგება შეგიძლია, მოყვარულ მორბენალს, სხვა მორბენალზე.

35-ე საფეხბურთო სკოლის ტრეკზე, იგივე ნაცებმა რომ დაანგრიეს, კვირაში რამდენჯერმე დავრბოდი, დილის 7-ზე, სამსახურში წასვლამდე, როცა ჩემ ქმარს კუს ტბაზე ჩემი აყვანა ეზარებოდა. ყოველ ჯერზე, ერთ ასაკოვან კაცს ვხედავდი, რომ მივიდოდი, უკვე ტრეკზე დარბოდა, და რომ ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ დარბოდა… მე 24 წუთს დავრბოდი- მაშინ აპლიკაცია არ იყო ტელეფონებში, დაახლოებით 3,5-4 კმ გამომდიოდა, ტრეკის დისტანციით ვითვლიდი, წრეებს. მერე პრესს ვაკეთებდი და სახლში ვბრუნდებოდი. ის კაცი კი ჯერ დარბოდა, სტაბილურ ტემპში. ჩემი დაანგარიშებით, 10 კილომეტრს დარბოდა ყოველდღე. და მაშინ დავადგინე, ‘მორბენალის’ გათვლით: თუ შენ მოდიხარ კვირაში რამდენჯერმე და ეს კაცი სტაბილურად აქ დარბის, ესე იგი, ის დარბის ყოველდღე.
კუს ტბაზე იმ პერიოდში თითქმის ყოველდღე დავდიოდით- ჩემი ყოფილი ქმარი მოკრივე იყო და ნაკრებს აკიდებულმა, მაშინ დავიწყე სირბილი. 24 წლის ვიყავი.
და სტაბილურად დავდიოდით. მიშა იმ
ერთხელ შეგვხვდა, ისიც დღის საათებში, მგონი შაბათ კვირის ‘პრაიმ ტაიმში’ გამოიტყლარწა ‘სარბენად’, არა სასირბილო დროს, ყველას რომ ენახა…
რის თქმა მინდა, იცით…

ლენინის ცხოვრება კომუნიზმის დროს დაგვაზეპირეს.
ლენინი, საკანში რომ იყო, გადასახლებაში, დღეში 10,000 (ათი ათას) ნაბიჯს აკეთებდა, რომ
ფიზიკურად და მორალურად არ დაცემულიყო.
მაშინ ვინ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ლენინსაც კი გააზრებული ჰქონდა, ფიზიკური და მორალური ჯანმრთელობის თანხვედრა.

რამდენი ხანია, ციხეშია?
ადამიანს შეიძლება მოგწონდეს ვარჯიში, გიყვარდეს, შეგეძლოს ან არ შეგეძლოს.
მაგრამ
ამ ჯანსაღი აზროვნების ერაში, რასაც ’შეგნებული ცხოვრება’ ჰქვია, როდესაც კაციბრიობის შეგნებული ნაწილი ჯანსაღად იკვებება, ვარჯიშობს, იოგას აკეთებს, მედიტირებს, აღმოსაცლურ ფილოსოფიას ეცნობა, ჩერგოლეიშვილის თქმის არ იყოს- ტიბეტში ცხოვრების აზრის საძებნელად მიდის- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ- გონების ‘გასხივოსნებას’ ცდილობს, საკუთარი ენერგიის სხვა სტადიაზე გადასაყვანად-
ეს ფეიკ ამბიციური ავანტიურისტი და მისი ყველაფერ ადამიანურს და სულიერების არ მქონე კასტა, მხოლოდ ნეგატივის გავრცელებას ცდილობს..
იმან – ლეიბები დავყაროთო, ამან კუჭი დაიპატარავა, სიხარბეს ვერ ერევა; მრუშობა და აქეთ იქით გაურკვეველი სექსუალური კონტაქტები რომ დავივიწყოთ-
რამდენი სულიერად ავადმყოფი პაციენტი მინახავს; და მაინც, გონების იშვიათი გაღვიძების ჟამს, ცდილობენ, ადამიანები იყვნენ…
კიდევ ერთი მაგალითი, პრაქტიკიდან და დასკვნას გეტყვით:
კოვიდის დროს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის სარეაბილიტაციო ცენტრში / მენტალური დაავადებების ცენტრში ვმუშაობდი.
ერთი ქალი დამამახსოვრდა: სასეირნოდ იშვიათად გავყავართო, მაგრამ რომ გავყავართ, ლავანდა იზრდება ეზოში და ვკრეფ; მერე ვასველებ, ოთახში გამათბობელზე ვდებ და ოთახში იცი, რა სურნელი დგას!
სერიოზულ ტრანკვილიზატორებზე ჰყავდათ, მენტალური პრობლემები დაეწყო, ქმარი გარდაეცვალა და შვილი სახლიდან აგდებდა და მაინც, იხტიბარს არ იტეხდა.

სახის ვარჯიშები მასწავლა და სტრესის მოსახსნელი- მენტალური დაწესებულების პაციენტმა, რომელსაც არავინ და არაფერი აბადია ამ ქვეყანაზე და იმ საშინელ ადგილას, ადამიანად დარჩენას ცდილობს.
გესმით, რომ, როდესაც უზარმაზარი ამბიცია გაქვს, აღმაშენებლობის და მთელი შენი ბოროტი კლოუნის არსით, ისევ ბოროტებას აფრქვევ, შენი საზარელი დანაშაულების შემდეგ, და ფეხები მაგიდაზე გიდებს, კუნთების გარეშე, უვარჯიშებლობით და გადაჭარბებული ალკოჰოლი-ნარკოტიკით და ცხოველის დონეზე სექსუალური აშლილობის შედეგად, კუჭის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ ისევ დონდლო ხარ, უმოძრაობით ატროფირებული სხეულით, მინიმუმ უნდა გესმოდეს, რა არაჯანსაღ მაგალითს იძლევი..
რომ გიტყდებოდეს, კაცი უნდა იყო.

არც ადამიანად ვარგოდა ოდესმე, არც კაცად. არც რაიმე სულიერი მოთხოვნილება ჰქონია ოდესმე. უმდაბლესი კასტის სატანისტების ჯოგი.
დარწმუნებული ვარ, არც ბანაობს და ყარს პალატა.
ჩემს მეხსიერებაში სულ დარჩება კუს ტბაზე ქონიან თეძოებში შემძვრალ შორტებში ვითომ მორბენალი მთხლე მოფამფალე მუცლით და დიდი ღაბაბით აწეული უნამუსო ყალბი თავით”, – წერს მსახიობი.

ასევე იხილეთ