“ამ ლაჩარმა მათხოვარმა ყველას დაუგზავნა წერილები, ვინც გაახსენდა”

ალბათ მალე პუტინსაც მისწერს „მიშველე, გამომიყვანე, მომწამლეს, სახლში მინდა, ციხე არ მიყვარს“. ამდაგვარი სილაჩრე ჯერ არ გამიგია, – ამის შესახებ პუბლიცისტი, დავით კალანდია სოციაალურ ქსელში წერს.

სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს ცრემლიანი წერილი მისწერა: „პუტინის დავალებით მომწამლესო!“
* * *
ვაი შენს პატრონს, ბედნიერს!
* * *
ამ ლაჩარმა მათხოვარმა ყველას დაუგზავნა წერილები, ვინც გაახსენდა.
ვინც არ გაახსენდა, იმასაც უგზავნის.
ალბათ მალე პუტინსაც მისწერს „მიშველე, გამომიყვანე, მომწამლეს, სახლში მინდა, ციხე არ მიყვარს“.
ამდაგვარი სილაჩრე ჯერ არ გამიგია.
და ეს ინფანტილური სოლიტერი ცხრა წელი მართავდა ამ კალთა-გადაფარებულ ქვეყანას…
* * *
ახლა დაიწყეს მისი შედარება ნავალნისთან, იმ ნავალნისთან, რომელიც სრულებით არ მეხატება გულზე.
მაგრამ ამ ლაჩართან შედარებით ალექსეი ნავალნი მართლა კაცია!
რა ღირსეულად იხდის სრულიად უკანონო სასჯელს.
და ეს კი…
ტფუი, შენს…რას? კაცობას?
ის ხომ ყველაფერია, კაცის გარდა.
უბრალოდ “ტფუი, შენ!” – წერს დავით კალანდია.

No description available.

ასევე იხილეთ