“ერთი კანონი არსებობს, ქართული კანონია, ბოლო 30 წელია კარგად მუშაობს… სამწუხარო კანონია: მას ჰქვია “გძულდეთ ერთმანეთი!”

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

ერთი კანონი არსებობს, ქართული კანონია, ბოლო 30 წელია კარგად მუშაობს… სამწუხარო კანონია: მას ჰქვია “გძულდეთ ერთმანეთი!”

ყველაზე დიდი აგენტი – “ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი ა”
ებრძოლეთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილს! მერე აშენდება რამენაირად წუთისოფელიც, დაუნდობლობაც დაგვტოვებს, დისკურსიც შედგება! სამართალიც პურს შეჭამს და როცა ძალა ერთობაში იქნება, ვერც რუსეთი დაგვამარცხებს!
ისე მტრისგან 20% ოკუპირებული ქვეყანა ვართ და ცოტა აზრზე რომ მოვიდეთ, შევწყვიტოთ ერთმანეთის მტრობა არ დადგა დრო? როგორც ჩანს არა!!! იმიტომ რომ აქ “გამოხატვის თავისუფლება” სიძულვილის გამოხატვაა!
ყველაზე დიდი ვნება აქვს ერს: სიძულვილი!
გურამ რჩეულიშვილი:
“აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა,
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ
ეს ქვეყანა!””

ასევე იხილეთ