“გრიგოლა ვაშაძე რუსეთის მოქალაქე, რომ დაგვისვეს საგარეო მინისტრად, მაშინ რატომ არ იღებდით ხმას?!”

ის კაცი არის სპორტსმენი და არის ერთ-ერთი საუკეთესო. ყვირით არ ითამაშოს რუსეთშიო. აბა სად ითამაშოს კორმაღლის “დინამოში”?, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას რუსეთის ცსკა-ში გადასვლის ფაქტს და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს.

ერთი ამბავია ატეხილი თორნიკე შენგელიაზე.
ხალხნო და ჯამაათნო! ტვინიანოებო და უტვინოებო!
ის კაცი არის სპორტსმენი და არის ერთ-ერთი საუკეთესო. ყვირიხართ არ ითამაშოს რუსეთშიო. აბა სად ითამაშოს კორმაღლის “დინამოში”?
მაშინ მასე თუ არის უარი თქვით რუსი ტურისტები, რომ შემოვლენ იმათგან ფულის აღებაზე, ან კიდევ საერთოდ უარი თქვით რუს ტურისტებზე!
უარი თქვით რუსეთიდან ფულად გზავნილებზე!
უარი თქვით რუსულ ბიზნესზე, რუსული ბიზნესიადან ნაშოვნ ფულზე!
უარი თქვით რუსულ დენზე, გაზზე, პროდუქტებზე!
…….
კი მაგრამ რუსმა საგარო იგორ ივანოვმა, ე.ი. პუტინმა, რომ დაგვისვა მიშკა და ძამანი მისნი რატომ არ ბღაოდით მაშინ?
კი მაგრამ გრიგოლა ვაშაძე რუსეთის მოქალაქე, რომ დაგვისვეს საგარო მინისტრად მაშინ რატომ არ იღებდით ხმას?!
რუსი შკლიაროვი, რომ წარმართავდა გრიგოლას საპრეზიდენტო მარათონსდა აქედან მილიონები, რომ წაიღო მაშინ სად იყავით?!
მასე იყო ფეხბურთელ გელა კეტაშვილის მიმართ!
არ წახვიდე რუსეთში და უკრაინაში სათამაშოდო!
არ წავიდა, არ ითამაშა, ოლიპიური ოქრო ჩააბარა!
და მერე დატოვეს ისევ იმ ავანტიურისტებმა მშიერი!
დაეხმარა ვინმე?
თორნიკე ახალგაზრდა კაცია უნდა ითამაშოს ასახელოს საქართველო და იშოვოს ფული!
აბა რომ დაბერდება, რომელი არჩენთ მის ოჯახს დამიწერეთ ერთი!
მაშინ რაც რუსეთის ტერიტორიაზე ფული გიშოვიათ დაუბრუნეთ პუტინს უკან აგერ აი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში!
გამოდევნეთ თავებიდან ნაცმაცუნები!
დეპოში ხართ დეპოში!
გაჩერდა მიშას მატარებელი ტულასთან ახლოს!
ჩამოით დაბლა!
ასე “გამოშალიკოება” გაგონილა!”, – წერს გვენეტაძე.

ასევე იხილეთ