“შემთხვევით გაიგო თორნიკემ, რომ ვიღაც ქართველ სპორტსმენს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა”

ელენე ლოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რა თქმა უნდა ყველას საკუთარი აზრი აქვს,თორნიკეს ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა მე თავს ვალდებულად ვთვლი მას მხარი დავუჭირო და სიკეთე, რომელიც თორნიკემ პირადად მე და ჩემ მწვრთნელს გაგვიკეთა გავასაჯაროვო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მის სურვილს.

მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ფინანსების არარსებობის გამო ჩემი მწვრთნელი აქტიურად ეძებდა სპონსორს; ბევრი დიდი კომპანიის დირექტორს, თუ მარკეტინგის უფროსს შეხვდა, თუმცა ამაოდ. ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო თორნიკემ, რომ ვიღაც ქართველ სპორტსმენს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა , არც კი უკითხავს ვის, როგორ. სრულად დაგვიფინანსა ჩემი და ჩემი მწვრთნელის ხარჯები აღნიშნულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ნამდვილად არ იყო პატარა თანხა თუნდაც მისთვის და ერთადერთი თხოვნა რაც ჰქონდა იყო ის რომ ეს ამბავი საიდუმლოდ დაგვეტოვებინა. ასე, რომ ამ ყველაფრის მერე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ თორნიკე შენგელია პატრიოტი არ არის!

#tornikeshengelia #თორნიკეშენგელია #კალათბურთი #eleneloladze #ringsideinstitute”

ასევე იხილეთ