გოჩა ლორთქიფანიძე ამ ფოტოზე დასახვრეტად მიჰყავთ – ვინ არის ჰააგის მოსამართლეობის ქართველი კანდიდატი

ივანე აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

ამ ფოტოზე გოჩა ლორთქიფანიძე დასახვრეტად მიჰყავთ.
ფოტო 1993 წლის 30 იანვარს ტყვარჩელშია გადაღებული, სადაც ჰუმანიტარული მიზნებით ჩასულს “ბოევიკები”, ქართველობის გამო დახვრეტას უპირებენ.

“ფოტო “როიტერს” ეკუთვნის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის რუსეთთან და ოკუპაციასთან დაუღალავი ბრძოლის ერთ უმძიმეს წამს ასახავს. იმ ბრძოლას რომელისთვისაც თვალი კაბინეტიდან კი არ უდევნებია, თავად გაიარა და სასწაულად გადარჩა.“

მხარდაჭერა გოჩა ლორთქიფანიძეს!

ფოტო აღებულია მარიამ სხილაძის გვერდიდან!”

ასევე იხილეთ