“მეტირება… მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ”

სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება ბლოგერი გურამ შეროზიაც, მისმა სტატუსმა სოციალური ქსელი მოიცვა.

„არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, არც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება მინდა, მაგრამ, აი ხანდახან ტირილი მინდება, ისე მეცოდება ის საბრალო პატარა ბიჭი…
ოღონდ, გარდაცვალებაზე არანაკლებ – მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ: მეგობრებიც, სახელმწიფოც თითქოს, ნათესავების ჩვენებებიც მაოგნებს, პატრულთან კომუნიკაციის ამბებიც და აი ყველაფერი!

ერთადერთი, რაც მანუგეშებს ოდნავ – არის ის, რონ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა და არაადეკვატურად იმპულსური ვხდები, როცა შემდეგ ფრაზებს ვისმენ:

– კაცურად მოგვარება- პატრულში დარეკვა კაცისთვის რა პონტია- კაცმა მუშტით უნდა მოაგვაროს და ა.შ.

ირიბად, მთელი სოციუმია დამნაშავე, მთელი თავისი დამახინჯებული მენტალიტეტით, მაგრამ პირდაპირი მონაწილეების დაუსჯელობაც თან მაცოფებს და თან გულს მიკლავს!“- წერს შეროზია.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე იხილეთ