“ბიჭს არც უჩხუბია. უშუალოდ ამის საცემრად გამოიძახეს ბრიგადა. დაეწიენ. დალეწეს. ან წყალში ჩააგდეს, ან გადავარდა ნაცემი და დაიხრჩო“

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბიჭს არც უჩხუბია. უშუალოდ ამის საცემრად გამოიძახეს ბრიგადა. დაეწიენ. დალეწეს. ან წყალში ჩააგდეს, ან გადავარდა ნაცემი და დაიხრჩო.

ამის მეგობრებმა ფართი გაარძელეს სხვაგან.

მკვლელებმა დასალაგებლად ვიღაც სასტავი ჩარიეს. ეს ვიღაც სასტავი არიან პოლიციასთან შეკრული კრიმინალები.

პოლიციამ დაიჭირა 17 კაცი (არასდროს ასეთი რამე არ უქნია) და საქმე არ აღძრა მკვლელობაზე/თვითმკველობამდე მიყვანაზე (რასაც აქამდე ყოველთვის პირველივე დღეს აკეთებდა).

ეს 17 იმიტომ დაიჭირეს, რომ გარეთ არ ევლოთ და რაღაცეები არ ელაპარაკათ. ამასობაში ააწყვეს საქმე, ათქმევინეს რაც უნდოდათ, ტელეფონებიდან ნუდები ამოიღეს და ალბათ აშანტაჟებდნენ. ახლა შეთანხმდებიან ვინ უნდა ჩაჯდეს და ყველა იმაზე დაწერს. მარტო ეგ ურტყამდაო.

გონებრივი განვითარების პირველ საფეხურზე რომ ვართ მაგის ბრალია ეს ყველაფერი. გირგვლიანის საქმე დღემდე რომ მხოლოდ გირგვლიანის საქმე გონიათ, და ვერ აზოგადებენ რა პრეცენდენტი უნდა ყოფილიყო ეს სახელმწიფოსთვის მაგის ბრალია. სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული რომ არ იყო არასდროს პრობლემა, არამედ ნაცების მიერ ჩადენილი დანაშაული, მაგის ბრალია. ამ ლოგიკით, წინა მთავრობის გამოცდილების მქონეებმა რო შეარჩინეს ახალ მთავრობას ყველა მკვლელობა და დანაშაული რაც ამ წლებში ჩაიდინა მაგის ბრალია.

იგივე არ განმეორდება რაც ადრე იყო. ახალი იქნება და ისიც იგივეობრივი და რადგან იდენტური არ არის, არ ნიშნავს რომ იგივე არ არის.

განაგრძეთ სუფთა სინდისით სიარული, რომ ეს მთავრობა წინას ჯობია, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ნაცნობი და ნაცნობის ნაცნობი არ ყოფილა შაქარაშვილი. თორე ეგ რო ყოფილიყო, მინიმუმ მრგვალ ბაღთან მაინც გაიმართებოდა აქცია მოკრძალებული მოთხოვნით: “ალბათ ბიძინამ არ იცის რა ხდება თორე მე არ მჯერავს, რომ ეს მთავრობა მოძალადეებს ხელს დააფარებდა”.

ნუ გჯერავთ. მაგრამ ეგრეა. სახელმწიფო გარყვნილია თავიდან ბოლომდე და კიდევ უფრო ირყვნება, სანამ თქვენ საჯაროდ წარსულზე მსჯელობთ, პირადში კი აწმყოში ყველაფერს აკეთებთ რომ უზრუნველი მომავალი მოიწყოთ ამ გარყვნილების პირობებში.

ვახ.”-წერს ლევან ღამბაშიძე.

ასევე იხილეთ