“სამშობლოს დაცვისთვის თორნიკე სიცოცხლესაც გაწირავს”

ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რა თქმა უნდა, ყველას გვეწყინა თორნიკეს გადაწყვეტილება – ითამაშოს “მოსკოვის ცსკში”..

ვუერთდები ყველა იმ კრიტიკულ შეფასებას , სადაც როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა გაკრიტიკებული … დიახ , ნაკრების კაპიტანს – გუნდის არჩევისას მეტი დაფიქრება მართებს…
მაგრამ , ზოგიერთი “ვაიპატრიოტის “ შეშფოთების არ მჯერა და მიმაჩნია , რომ არც ერთ მათგანს თორნიკეზე ძალიან არ უყვარს თავისი სამშობლო.. იმაშიც დარწმუნებული ვარ, სამშობლოს დაცვისთვის თორნიკე სიცოცხლესაც გაწირავს..
მიმაჩნია , რომ ყველა გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს , შესაბამისი, ადეკვატური საფასური- იქამდე სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ შეიძლება ყავდეს კაპიტანი , რომელიც ასპარეზობს ოკუპანტი არმიის სახელით მოასპარეზე გუნდში…” – წერს თამაზაშვილი.
ასევე იხილეთ