“ქართველებს მივმართავ, ძალიან გთხოვთ, არ დამკარგოთ, არ მიმატოვოთ, არ დამივიწყოთ”

მომ­ღე­რა­ლი ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში, ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში, სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. ინგა ფე­რა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ის ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და. ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ფე­რა­ძე გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.

ბელ­გი­ა­ში ცხოვ­რობს მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ფე­რა­ძეც, რო­მე­ლიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ინ­გას მე­გობ­რე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას მომ­ღერ­ლის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­დნენ. მომ­ღე­რა­ლი იუ­ბი­ლა­რია, ჟურ­ნა­ლისტი მაკა რაზ­მა­ძე ინგა ფე­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­დან და­უ­კავ­შირ­და, მი­უ­ლო­ცა და სთხო­ვა ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

ინგა ფე­რა­ძე:

“ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი თბი­ლი­სი, არა­ვინ და არა­ფე­რი მიყ­ვარს ასე. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. თბი­ლის­ში ვერ ჩა­მო­ვალ, იმი­ტომ რომ არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ცოტა ხანს მო­ვით­მი­ნოთ. მე ახლა ბრი­უ­სელ­ში ვარ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ქარ­თვე­ლებს მივ­მარ­თავ, ძა­ლი­ან გთხოვთ, არ დამ­კარ­გოთ და არ მი­მა­ტო­ვოთ, არ და­მი­ვი­წყოთ, მე მიყ­ვარ­ხართ და ყო­ველ­თვის მახ­სოვ­ხართ”, – ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

ინგა ფე­რა­ძემ ვი­დე­ო­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც შე­ას­რუ­ლა, რა­საც ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ მო­უს­მენთ…

ასევე იხილეთ