გია გაბრიჭიძე: ეს არსებები თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობით ჰგვანან მანიაკებს

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“როცა საუბრობენ, რომ ე.წ. “ოპოზიცია” თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად მიზანმიმართულად ახდენს სამართალდამცავების დისკრედიტაციას, იყენებს ადამიანურ ტრაგედიებს, ახდენს პოლიტიკურად კორუმპირებული ლობისტების მობილიზებას, საკუთარი მედია საშუალებების მეშვეობით ავრცელებს სიბინძურეს, ტყუილს, ბოროტებას, ხელოვნურად ძაბავს ქვეყანაში საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მოკლედ რომ ვთქვა, სჩადის ისეთ დანაშაულებებს (დიახ, სწორედაც რომ დანაშაულებებს), რომლებიც აშკარა კრიმინალია, არის მცდარი შეფასება.
მცდარი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ არსებებს არავითარი პოლიტიკური მიზნები არ გააჩნიათ.
დიახ, როგორი “პოლიტიკური” დატვირთვაც არ უნდა მისცენ თავიანთ განცხადებებს, აშკარაა რომ ეს არსებები სრულად გავიდნენ იმ სტანდარტებიდან რასაც პოლიტიკური ბრძოლა და თუნდაც ყველაზე რადიკალური პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია.
ეს არსებები (დიახ, სწორედაც რომ “არსებები”) თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობით ჰგვანან იმ მანიაკებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ “სისხლით”, სხვისი ტკივილით იკვებებიან და ის “მიზანი” რასაც ხელისუფლება ჰქვია, მათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ თავი ასე თუ ისე დაცულად იგრძნონ. რომ შინაგანად გაეზარდოთ დაცულობის და სრული დაუსჯელობის შეგრძნება.
დღეს დიდი სიფრთხილეა საჭირო. დიდი სიფრთხილე, რადგანაც ისინი გადაიქცნენ კუთხეში მიმწყვდეულ გიენებად, რომლებიც არა მარტო ინსტიქტის დონეზე, არამედ აშკარად ხედავენ, რომ მათი დრო საბოლოოდ დამთავრდა და ბოლო დარტყმისთვის მაქსიმალური მობილიზებით ემზადებიან.”

ასევე იხილეთ