“შენგან განსხვავებით, რუსეთის КГБ-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს ვიღას დაჰკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით?

 ეს პოლიტიკური გვამი ეს, „ოცნების“ საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში… მალე შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს.

 სულ „ყიდვა-გაყიდვა“ როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში.

 შენგან განსხვავებით, რუსეთის КГБ-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“, – წერს მირიან ნიკოლაძე.

ასევე იხილეთ