“რატომ შეიძლება ვუკეთებდეთ ევთანაზიას უდანაშაულო ძაღლს?! სადისტი, მანიაკი ან ავადმყოფი ვარ?!”

“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს.

“ალბათ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა თქვენგანი ყოფილხართ ცილისწამების მსხვერპლი. რაღაც დაუბრალებიათ, რასთანაც არანაირი კავშირი არ გქონიათ, არ იმსახურებდით. ასეთ დროს უსამართლობის გრძნობა ძნელი შესაგუებელია. როცა თმენის ვალდებულება გაქვს და ეს ხანგრძლივად გრძელდება, ეგუები და ძლიერდები. თუ მოწინააღმდეგე, ბნელი მხარის მიზანი შენი წონასწორობიდან გამოყვანაა, შენი ვალია შეინარჩუნო მდგრადობა, აჩვენო ხასიათის სიმტკიცე და ღირსეულად დადგე.

ბოლო პერიოდში ყველა შენიშნავდით პირადად ჩემი და სააგენტოს მიმართ შავი პიარის აგორების ბინძურ მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს 2 წლამდე შვილს, არაფერი დაუშავებია, ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან წყევლიან და ეს გრძელდება 2 წელზე მეტია, ამ ყველაფრზე თვალი დავხუჭე და ამ ხალხთან ვცადე მოლაპარაკებები. სააგენტოს და მე როგორც სააგენტოს დირექტორს მუდმივად გვიწევს ბეწვის ხიდზე გავლა ფანატიკოსებსა და ცხოველთა მოძულეებს შორის. ამ დაუნდობელ ბრძოლაში რითიც რეალურად ვხელმძღვანელობ, მაინტერესებს და უზენაესია ჩემთვის არის კანონი, საბედნიეროდ ჩემს კანონმორჩილებას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. არ შეიძლება რაიმე დადგეს ადამიანების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე მაღლა. დაუშვებელია სააგენტომ თავად შეუქმნას საფრთხე მოქალაქეებს. ფანატიკოსებისა და მოძულეების გარდა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 99% ლოალურად არიან განწყობილნი ძაღლების მიმართ, ზრუნავენ. მაგრამ ამავდროულად ამ ადამიანებს აქვთ უფლება ფაქტების წარმოდგენის შემდგომ მოითხოვონ, აგრესიული ცხოველის ქუჩიდან გარიდება.

განვმარტავ ბოლო შემთხვევას, როცა გლდანიდან გადმოყვანილი აგრესიული ძაღლის ევთანაზია მოხდა კანონის შესაბამისად. 7 წლის ბავშვის მშობლისგან მივიღეთ შეტყობინება შვილის დაკბენის შესახებ. ეკიპაჟმა შეასრულა გამოძახება და ძაღლი დადგა 10 დღიან დაკვირვებაზე ცოფის გამოსარიცხად. ამ პერიოდში ცხოველთან მიკარება კატეგორიულად აკრძალულია. დაკვირვების შემდეგ მოხდა ცხოველის აგრესიულობის შეფასება, სადაც ასევე გამოიკვეთა პრობლემა. ცხოველი ვერ შეძლებდა ბუნებრივ არეალში თავისუფლად ცხოვრებას, რადგან ის წარმოადგენდა საფრთხეს საზოგადოებისთვის. სააგენტო გონივრული ვადით დაელოდა დაინტერესებულ მხარეებს, მიმართა მოლაპარაკებებში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ ძაღლს გაიყვანდნენ და ისევ იმავე ადგილზე გაუშვებდნენ, ქუჩაზე სადაც მოხდა ბავშვის დაკბენა. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო და არ გავხდებოდით მსგავსი პროვოკაციების თანამონაწილენი. ვერ დავუშვებდით, რომ ადამიანებს კვლავ საფრთხე შექმნოდათ. როცა მისი ჩუქების სურვილი სამწუხაროდ არავინ გამოხატა, კანონის შესაბამისად მოხდა ცხოველის ევთანაზია.

ევთანაზია ძალიან ფაქიზი და რთული საკითხია. ამის კეთება არავის სიამოვნებს, მაგრამ თუ ყველა უარს იტყვის:
• ცხოველები დაიტანჯებიან მძიმე ტრავმების ან სიმსივნეების დროს, როცა მათი გადარჩენა შეუძლებელია;
• გავრცელდება ცოფი, ლეიშმანიოზი, ჭირი და სხვა დაავადებები;
• აგრესიული ცხოველები, რომლებიც ძაღლების მთლიანი პოპულაციის 5%-ზე მეტი იშვიათად არის, საფრთხეს შეუქმნის როგორც ადამიანებს, ასევე უწყინარ ცხოველებს რომლებსაც მართლა არაფერი დაუშავებიათ…
სამწუხაროდ არსებობენ ისეთი აგრესიული ძაღლებიც, რომლებიც არ ჩუქდებიან და ქუჩაში გაშვება საფრთხეს წარმოადგენს. ძალიან იშვიათ შემთხვევაში გვხვდება ძაღლები, რომელთა ოჯახში გაჩუქებაც ძალიან საშიშია. ევთანაზია ყოველთვის უკიდურესი ზომაა და გათვალისწინებულია ყველა საეთაშორისო კანონმდებლობაში.

ამ ძაღლთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ დამატებითი მოკვლევაც. ირკვევა, რომ აღნიშნულმა ძაღლმა იმავე ეზოში არათუ მხოლოდ ეს 7 წლის ბიჭი დაკბინა და დაკაწრა, ბოლო 6 თვეში კიდევ 4 ადამიანი ყავს დაკბენილი, რომელთაგან 2 ბავშვი და 2 ქალბატონია. ერთი შეხედვით მშვიდი ძაღლი უკნიდან ჩუმათ ეპარებოდა ადამიანებს და კბენდა. ამას ადასტურებს მოსახლეობის გამოკვთხვის ვიდეო რეგისტრატორზე დაფიქსირებული მასალა. 5 ადამიანი კი არა, ერთი ბავშვის უმიზეზოდ დაკბენაც საკმარისია, ცხოველი ქუჩაში არსებობისთვის რომ არ იყოს შესაბამისი და მოხდეს მისი ოჯახში გაჩუქება. ჩვენ კანონი გვავალდებულებს მოსახლეობისა და სხვა ცხოველების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და არ ვიქნებოდით მართალი ასეთი ცხოველი ისევ ქუჩაში რომ დაგვებრუნებინა.

თუ თვლით, რომ ვინმემ ძაღლი მოკლა, ეს კანონით ისჯება. მიმართეთ შესაბამის ორგანოებს, რომლებთანც ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მძიმე ბრალდებაა და გთხოვთ, თავი შეიკავოთ ცილისწამებისა და ღირსების შელახვის მცდელობისგან.

რატომ შეიძლება ვუკეთებდეთ ევთანაზიას უდანაშაულო ძაღლს?! სადისტი, მანიაკი ან ავადმყოფი ვარ?! ამაში პრემიას ვიღებთ?! რა წარმოდიგდენიათ? თქვენ რა ვერსია გაქვთ? თავს დამნაშავედ არ იგრძნობთ, როცა გაიგებთ, რომ უსაფუძვლოდ მლანძღავდით?! ნუ გახდებით უპრინციპო ადამიანების საინფორმაციო ომის ბრმა იარაღი! ვინც მიცნობს, ვიცი, გეცინებათ და წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ ეს შეიძლება სიმართლე იყოს. ცრუ და უღირსი ადამიანები უბრალოდ თითხნიან სიცრუეს თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ზოგს არეულობა აწყობს, ზოგი თანამდებობებზე ღელავს, ზოგი ამაში ფულს იღებს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი ნაწილი სიცრუის მსხვერპლია, სადაც გვატყუებენ, რომ „ბავშვმა ფეხი ჩაარტყა და იმიტომ დაკბინა“, „რას ამბობ, ბებიამისმა თქვა“, „80 წლის ბაბუამ ხორცი მოუხარშა და ელოდება. თუ ძაღლი არ დაბრუნდება ალბათ ვერ გადაიტანს“, „კი არ უკბინა, ოდნავ გაკაწრა“ სწორედ აქ ცდილობენ თქვენს გაცურებას. ,,ღელავენ“ ძაღლზე და საპირწონედ ჩემს წლის და ცხრა თვის შვილს ტანჯვით სიკვდილს უსურვებენ, ფსევდო ჰუმანურობის უკიდურესი გამოვლინება.

ემოციებზე თამაში მარტივია, მაგრამ როცა ეს ყველაფერი მორალს სცდება და რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს, პირადად მე გპირდებით, რომ ცხვირში სიმართლე და ფაქტები ყოველთვის მოგხვდებათ. არ გაგივათ ჩემთან ასეთი ბინძური და უღირსი წესებით თამაში, რადგან საზოგადოება ბრმა არ არის და ყველას რეალურ სახეს შესანიშნავად არჩევს.”-წერს ვახტანგ ლომჯარია

ასევე იხილეთ