“დღეს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის დაბადების დღეა”

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არდავიწყება

დღეს სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის დაბადების დღეა. ის 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა. ეს მოხდა 2015 წლის 22 დეკემბერს. ირინა ენუქიძე 2007 წლის 28 აგვისტოს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, სანდრო გირგვლიანის, გვერდით დაკრძალეს.

საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელს გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.

2007 წლის ივლისში მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.”

ასევე იხილეთ