“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს უნიკალური პროექტი, ლამის ეკოლოგიურ კატასტროფად მონათლა”

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

გვახსოვს თუ რა ამბავი იყო ატეხილი შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის ორგვლივ, განსაკუთრებით საქართველოს კუთხეებიდან მრავალწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით. ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან აფილირებულმა ქართულმა ოპოზიციამ, როგორც მას ჩვევია, ეს მართლა უნიკალური და ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, სიცრუის და უტიფრობის ნარატივში, ლამის ეკოლოგიურ კატასტროფადაც კი მონათლა.

სწორედ ეს არის წლების მანძილზე მათ მიერ წარმოებული ბიოპოლიტიკა ანუ ადამიანებზე სიცრუით და ნეგატივით მანიპულირება ბიოინსტიქტების პროვოცირებით, რაც ძირითადად გათვლილია მერყევ ადამიანებზე, და ხელისუფლების მაქსიმალურად გაშავებით და დემონიზაციით, ოპოფლანგის მხარდამჭერი მედიის ტოტალური სიყალბის და პროპაგანდირების მანქანის გამოყენებით და ტვინების გამორეცხვით ხორციელდება. სწორედ ეს არის იგივე ახალი ფაშიზმი გნებავთ ნეო ფაშიზმი, მისი დეჰუმანიზირებული და სექტანტური ხასიათიდან და ფსიქოზის ინსპირაციიდან გამომდინარე.

ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენებული ხელოვნური პარკი , ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მოიცავს, სხვადასხვა სახეობის ფრინველით და ხეების სახეობებით არის წარმოდგენილი,
რომელთა უმრავლესობა გადაშენების პირასაა და წითელი წიგნის ნუსხაში არიან შეყვანილი”, – წერს ცუცქირიძე.

ასევე იხილეთ