“ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი… იქნებ გვაცადოთ გლოვა”

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი უყვარდა.

მარიამ ხატისკაცი პირად ინსტაგრამზე აქვეყნებს სთორის და საზოგადოებას მიმართავს.

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით. ვისაც გგონიათ რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა. გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“ – წერს მარიამ ხატისკაცი.

ასევე იხილეთ