“ვინც ამ ორ საქმეს ადარებთ, მაგარი ნამუსგარეცხილები ხართ!”

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

შალვა შავგულიძეს არ რცხვენია ასეთი შედარების გაკეთება?
მით უმეტეს, ყველამ ვიცით, სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში, “სახელმწიფომ არასათანადოდ გამოიძია საქმე ” კი არა, არამედ პირდაპირ მიზანმიმართული დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, პარლამენტმაც და პრეზიდენტმაც შეცვალეს კანონები სატელიტი “მკვლელების” სასარგებლოდ და მათ “პირად” საქმეებზე მოსარგებად! …

ასევე, ციხის შიდაგანაწესიც შეიცვალა მათ სასარგებლოდ და ერთი საქმის მონაწილეები დასვეს ერთად ,.. 30 000 პატიმარში მარტო მაგათ რომ ჰქონდათ გარემონტებული, კეთილმოწყობილი და ტექნიკით უზუნველყოფილი საკნები, ამაზე რომ აღარაფერი ვთქვა…

ვინც ამ ორ საქმეს ადარებთ, მაგარი ნამუსგარეცხილები ხართ!...”, – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

ასევე იხილეთ