გახარიამ ქალიშვილთან ერთად დენდროლოგიური პარკი დაათვალიერა (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იმყოფებოდა.

გიორგი გახარიამ პარკი ქალიშვილთან ერთად დაათვალიერა.

„დღეს ანნამ და მე ერთად დავათვალიერეთ. უნიკალური პარკია!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

შეკვეთილის დენდროლოგოური პარკი სამი დღის წინ გაიხსნა. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა. ადგილზე დამთვალიერებლებს უნიკალური ფლორა და ფაუმა დახვდებათ.

 

 

ასევე იხილეთ