“ჩემს მამა-პაპისეულ კერას ვუბრუნდები ნელ- ნელა”

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში წერს, რომ მამა-პაპისეულ ადგილს დაუბრუნდა და ფოტოსაც აქვეყნებს.

„სოლომონ ბრძენი ამბობს: შენი მამა-პაპის გავლებულ მიჯნას ნუ გადახვალო. არხოტში პირობა მივეცი ხევსურებს, რომ ჯერ მე დავბრუნდები მამათა ალაგს და ჩემთან ერთად თქვენც უნდა დაბრუნდეთო. დიდი ხანი არ ვჩანდი თქვენთან და ბევრი წერილი მიმიღია. მადლობა ყველას მოკითხვისათვის. თქვენც კარგად იყავით. სადა ვარ და ჩემს მამა-პაპისეულ კერას ვუბრუნდები ნელ- ნელა.

ისიც ხომ თქმულა: „სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო“.

პავლე მოციქული ამბობს:

„არ მინდა ვინმეს ტვირთი ვიყო“.

მეც არ მინდა.

წარმავალია წუთისოფელი და მისი გულზვიადი მგზავრებიც. შვლები და არწივები მიმოდიან ჩვენს გარშემო. მათთან ყოფნა უმჯობესია… პირველქმნილი ბუნება ჰყვავის. დაწერილია: ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა”.

სოფელი დიდია!!!“, – წერს ზენონი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ