“მიზანმიმართულად უმახინჯებდა ფსიქიკას პატრონი, იყო შემთხვევები, როცა ქუჩის ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა”

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი და გა­და­ცე­მა “სხვა შუ­ა­დღის” თა­ნა­წამ­ყვა­ნი ქეთა გა­ბუ­ნია თბი­ლის­ში მომ­ხდარ ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რა დრო­საც ძაღ­ლმა 67 წლის ქალი დაგ­ლი­ჯა.

“ახლა ვნახე მომხდარი საზარელი თავდასხმის კადრები.
პირველ რიგში, მე ამ ძაღლს ვიცნობდი და ვხვდებოდი რომ ასე დასრულდებოდა მისი ამბავი. სამწუხაროდ, არანაირი კანონი არ გაგვაჩნია რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და არანორმალური პატრონების ხელში არ აღმოჩნდნენ ასეთი რთული ფსიქიკის ჯიშები.
მიზანმიმართულად უმახინჯებდა ფსიქიკას მისი პატრონი, ლეკვობიდან მოყოლებული. იყო შემთხვევები როცა ქუჩის ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა სხვათაშორის.
ასეთი ჯიშების შეძენა, ნებისმიერს შეუძლია, თანაც კაპიკებში. შეიხედეთ მაიმარკეტზე, ბაზრობებზე, 100-200 ლარად იყიდით პიტს, რომელსაც აუცილებლად მახინჯი ფსიქიკა ექნება, რადგან გამრავლების წესიც არ არის დაცული. მიზანმიმართულად აჯვარებენ აგრესიულებს ერთმანეთში, რომ შვილიც აგრესიული გამოვიდეს. ინცესტზე, უსაბუთობაზე და ცხოველების ექსპლუატაციაზე აღარ მაქვს საუბარი.
ცხოველებს, ისევე როგორც ბავშვებს, აღზრდა სჭირდებათ. აგრესიისკენ ბავშვებსაც კი მოუწოდებენ, ამიტომ რა გასაკვირია ძაღლებს რომ კაციჭამიებად ზრდიან.
ეს ძაღლიც იმდენი რამის მსხვერპლია ადამიანების მხრიდან, ისეთი კომპლექსურია ეს პრობლემა, ამას სანამ სახელმწიფო კანონს არ მიიღებს, არ ეშველება. ოღონდ ესენი რა კანონს მიიღებენ და როგორ აღასრულებენ, ეგ ცალკე პრობლემაა. ამიტომ, ვართ ასე უსურად და სასოწარკვეთილებამდე მისულები.
ამ ფაქტის შემდეგ, ისევ ქუჩის ცხოველების მიმართ გაიზრდება აგრესია.
ჰო და ამასობაში: გუშინ ამავე დროს, გორში, სრულიად უწყინარი ძაღლი, იარაღით მოკლა ერთ ერთი სამედიცინო დაწესებულების მოქმედმა ექიმმა. გომბორის საქმე ისევ თაროზე დევს, 13 წლის მოზარდი რომ აკვლევინებს ნაგაზს მეტისის ფინიას. არ ისჯება არავინ, ვინც ძაღლების ჩხუბებს აორგანიზებს და იღებს მონაწილეობას. გამორიცხულია ეს არ იცოდეს სახელმწიფომ. რიგითმა მოქალაქეებმა ვიცით ლოკაციები და თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ჯგუფებში ვიდეოები.
მერე რომელიმე ასეთი ძაღლი დაგლეჯს ადამიანს და შეიქმნება დიდი ფოციალი და გოდება.
ჰოდა, მეგობრებო, ძაღლების მოყვარულებო და არა მოყვარულებო – კანონი ყველას გვჭირდება და იმედია ახლა მაინც ხვდებით, რატომ”.

ასევე იხილეთ