ლილე, სესილი და ანასტასია – ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა
💗გაიცანით ტყუპები, ლილე, სესილი და ანასტასია ისინი რამდენიმე დღის წინ გაჩდნენ ღუდუშაურის განახლებულ სამშობიაროში....
Posted by ღუდუშაურის კლინიკა Gudushauri Clinic on ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2020
ღუდუშაურის კლინიკაში 3 ტყუპი, ლილე, სესილი და ანასტასია დაიბადნენ. ბავშვები რამდენიმე დღის წინ გაჩნდნენ და თავს კარგად გრძნობენ. პატარების შესახებ ღუდუშაურის კლინიკა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
„გაიცანით ტყუპები, ლილე, სესილი და ანასტასია ისინი რამდენიმე დღის წინ გაჩნდნენ ღუდუშაუგანახლებულ სამშობიაროში. ბუნებრივი გზით მიღებული და სწორად წარმართული ორსულობის შედეგად, მეან-გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით, პატარები ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას.
ცოტას კიდევ წამოიზრდებიან და სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო, ალექსანდრე ელოდება ერთდროულად 3 ბედნიერებას“,- წერია ვიდეოში, რომელსაც კლინიკა ავრცელებს.