“რა დაგიშავათ ამ გოგონამ?! არ გრცხვენიათ?! რას ალაპარაკებთ ვიღაც-ვიღაცებს სისულელეებს”

ჟურნალისტი ნინო რატიშვილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმიანება:

“რა დაგიშავათ ამ გოგონამ?! არ გრცხვენიათ?! რას ალაპარაკებთ ვიღაც-ვიღაცებს სისულელეებს – ისეთი პატიოსანი და ნიჭიერი იყო, თავს არ მოიკლავდაო.

ესეგი, თავს მხოლოდ არაპატიოსნები და უნიჭოები იკლავენ?! ეტყობა, გალაკტიონიც უნიჭო იყო… ერთადერთი, ვინც უსერიოზულესი არგუმენტი დაასახელა, მისი მოძღვარი გახლდათ და ღმერთმა გაახაროს!
თამარი მორწმუნე იყოო, მორწმუნე და თავს არ მოიკლავდაო!!! უფალს ებარებოდე, შვილო”- წერს ნინო რატიშვილი.

ასევე იხილეთ