კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩენილმა შეყვარებულებმა ნორვეგიისა და შვედეთის საზღვარზე იქორწინეს

სკანდინავიაში ინტერნაციონალურმა წყვილმა პანდემიის მიუხედავად ქორწილის გამართვა მოახერხა.  

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო კამილა ოიჯორნი და ალექსანდრ კლერნი სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ – ქალი ნორვეგიაში, კაცი კი შვედეთში. შეზღუდვების გამო მათ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებოდათ.

ამის შემდეგ კამილამ იხუმრა, რომ წინასწარ დაგეგმილი ქორწილის ტყეში გადახდა შეიძლება, თუმცა ეს იდეა წყვილის ნათესავებსა და მეგობრებს ძალიან მოეწონათ.

ცერემონიის ჩასატარებლად წყვილმა ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტყე აირჩია, რომელიც შვედეთის საზღვარზეა. ქორწილს საკმაოდ ბევრი სტუმარი დაესწრო. ნეფისა და პატარძლის მხარეებს ერთმანეთისგან თეთრი ლენტი ყოფდა, რომლის გადაკვეთაც აკრძალული იყო. წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებდა.

კამილა და ალექსანდრე ამბობენ, რომ უჩვეულო ცერემონიის მიუხედავად ბედნიერები არიან, რადგან უბრალოდ ერთად ყოფნა უნდოდათ.

ასევე იხილეთ