“უღმერთობას მიჰყავს ადამიანი ყოველივე საშინელისკენ”

საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავი ნინო სურგულაძე ეხმიანება.

მისი აზრით ყველა უბედურების სათავე უღმერთობაა, რომელიც უსიყვარულობას იწვევს, სიყვარულისგან დაცლილი ადამიანი კი დაუნდობელი ხდება.

მჯერა, რომ არსებობს სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მეგობრობა, და საერთოდ სიკეთე….ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება….. თანაც ძალიან… ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერი, თუნდაც სიცოცხლე… სამყარო აღარ არის ისეთი როგორიც იყო ადრე…

სამწუხაროდ, უარესია ყველა მიმართულებით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან… კლავენ… იმეტებენ … გულს ტკენენ და ანადგურებენ…….. ვფიქრობ, მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს… სხვა ვერაფერს ვხედავ გამოსავალს… უღმერთობას მიყავს ადამიანი ყოველივე უმსგავსობისკენ და საშინელისკენ.

მინდა, რომ ქრისტემ გაიმარჯვოს ჩემს გულში ყოველთვის. თქვენც იგივეს გისურვებთ… ვისაც გწამთ…..“ – წერს ნინო სურგულაძე.

ასევე იხილეთ