როგორ გადაარჩინა პრაიმტაიმის ჟურნალისტმა და პოლიციელებმა ბიჭი

ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

რამდენიმე წუთის წინ აქ, ვირტუალური მეგობრების პოსტებს “ვსქროლავდი”, ერთი ბიჭის პოსტს ასე წავაწყდი – გასამშვიდობებელ წერილს წერდა, მერე მის კედელზრ გადავედი და მეორე პოსტიც ვნახე – თვითმკვლელობის მიზნით უამრავი წამალო დაელია…
ის ჩემი ან სხვა ნაცნობის ზარის ნაცვლად, სიკვდილს ელოდა…
მაგრამ დავრეკე, რამდენიმე იპასუხო ზარს, ბუნდოვანი, ძნელად გასარჩევი პასუხი მოჰყვა – არ მინდა გადარჩენაო. მივხვდი, რომ წამლებს უკვე ემოქმედა… მისამართს ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა.

ასეთი შეშინებული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როცა რამდენიმე დღის წინ, ცუდად გავხდი – გულის პრობლემით აქციის გაშუქების დროს ვიგრძენი რომ გონებას ვკარგავდი, ასე აღმოვჩნდი საავადმყოფოში…
მაშინ, მეგონა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მართვა ჩემს ხელში იყო, მაგრამ ახლა, ამ ბიჭის ისტორიამ შემძრა…
უმოქმედოდ ვერ დაველოდებოდი, როდის გავრცელდებოდა ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ…
შსს-ში პიარს დავურეკე. თავად უიმედომ მისი განზრახვის შესახებ ვუთხარი და დარცხვენილმა ბოლოს გავუმხილე, რომ მისამართის გარკვევა ვერ შევძელი…

დამაიმედა, ახლავე გადავცემ შესაბამის სამსახურს და ყველაფერს გავაკეთებთო.

ზუსტად ორ წუთში გახარებულმა დამირეკა ვიცით ადგილი და პატრულთან ერთად სასწრაფოც მიდისო.
ხუთი წუთის შემდეგ, მითხრა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
სიტყვა “გადარჩენა” ის იყი, რაც ყველაზე მეტად გამახარებდა თუ გავიგებდი, ხოდა გავიგე, ის გადარჩა.

უდიდესი მადლობა ოქროს გოგოს, ჩვენს კოლეგას Ledi Oqropiridze ❤️

იმ პატრულის ეკიპაჟს და სასწრაფოს ექიმებს განსაკუთრებული მადლობა, რომლებმაც შვიდ წუთში მისი ადგილიც დაადგინეს და შესაბამისი მომსახურებაც გაუწიეს.

თქვენ დღეს ერთი სიცოცხლე გადაარჩინეთ, რომელიც ვიცი, რადგან პირადად გავიგე.
რამდენი ასეთი “კიდევ ერთია”, რომელიც არ ვიცით…
მადლობა გაუხმაურებელ თუ გახმაურებულ საქმეებზე პროფესიონალური დამოკიდებულებისთვიდ…

ეს ბიჭი, რომელიც სიკვდილს აპირებდა, რამდენიმე წლის წინ, ჩემი რესპონდენტი იყო…

ასევე იხილეთ