“იცი რატომ გაგთიშე და არ გისმენ?” – ცნობილი და ღვაწლმოსილი ჟურნალისტი “ტვ პირველს” მიმართავს

ცნობილი და ღვაწლმოსილი ჟურნალისტი იზოლდა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ტვ.-1:
არც ქოცი ვარ, არც ნაცი. ერთი რიგითი უწყინარი, მაგრამ გონიერი მსმენელ – მაყურებელი ვარ!
იცი რატომ გაგთიშე და არ გისმენ? აღარ მჯერა შენი! უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც აღარ მჯერა! ტყუილი, ზოგადად, არ მიყვარს; მით უფრო, როცა ვხედავ მცდელობას – მომატყუონ, თვალში ნაცარი შემომაყარონ, საკუთარი განსჯისათვის ადგილი არ დამიტოვონ, მზამზარეული ტყუილებითა და ნაყიდი ცრუმოწმეებით. წამართვან ანალიზის უნარი და რწმენა.

დღეს, 29 ივლისს 2020 წლისა –  სამწუხარო ამბავი გვაცნობეს: მასშტაბურმა სტიქიამ რაჭის 12 სოფელი მოწყვიტა გარემოს, დანგრეულია გზები, ხიდები, დატბორილი და დაზიანებულია სახლები სავარგულები… მუშაობს შესაბამისი კომისია… მაშველები მუშაობენ…2000
დაზარალებული ადამიანი გაყვანილია სტიქიის ზონიდან.  ბუნების დაუნდობელმა მოვლენამ დაანგრია ინფრასტრუქტურა, ყველაფერი, რასაც მისწვდა…
და ამ დროს ტვ.-1 გვიცხადებს: “ავტობანზე, რომელიც ახლახანს ზეიმით გახსნა გახარიამ, ბორდიური მოინგრა, რადგან უხარისხოდ იყო გაკეთებული”… მოძებნეს ორი რესპონდენტიც, რომელიც უდასტურებს ჟურნალისტს, რომ სტიქია ამ ავტობანის უხარისხოდ გაკეთებამ
გამოიწვია, თორემ ახლახანს ხარისხიანად გაკეთებულმა ორიოდ დღე როგორ ვერ უნდა გაძლოს…
ასე: სტიქიამ 12 სოფელი მოითარეშა და გააუდაბურა, ხეები მოთხარა, მთავარი კი “გახარიას ზეიმით გახსნილი ავტობანის დაზიანებული ბარდიურია! ”
ესა ხართ! ნაგავს აფრქვევთ და თავი პირველები გგონიათ!
ვწუხვარ მათი გონიერების დონის გამო, ვინც გისმენთ და ვისაც თქვენი ჯერა!”
 

ასევე იხილეთ