“მუხურა – ჩემი პარიზი”

ყოფილი პარლამენტარი ელისო ჩაფიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მუხურა – დილის 6 საათზე რომ მაგიდაზე ახლადდაკრეფილი ნიყვი დაგხვდება და საღამოს არკვევ, რომელმა ბიძაშვილმა მოგიტანა, ელო, აქა ვართ, შენ დაგვიძახე და ფეხით ჩამოვალთ თბილისშიო, ალალად და დაუყვედრებლად, უანგაროდ და უდიდესი სიყვარულით რომ კვებავენ შენს ტყუპ, მძიმეწონიან შვილებს, საკუთარი ხელით მოწეული და დაკრეფილი რომ შენთვის ყველაფერი უნდათ და ემეტებათ და უბრალოდ, აქ ის ხარ, ვინც ხარ სინამდვილეში და ასეთი უყვარხარ ყველას – ორი კვირის ბედნიერება, რომელიც გაძლიერებს და ცხოვრებას უფრო ლამაზს ხდის… ჩემი პარიზი”

ასევე იხილეთ