“ეს ის ვაკე აღარ არის, ასე მარტივადაც არ მიიღებს ცხადია ამას იქ მცხოვრებნი”

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განახლებულ ჭავჭავაძის გამზირს აფასებს.

“კაფეები უფრო მოიმატებს, მაღაზიები შემცირდება. განიერი ტროტუარია და გარე კაფეებიც იქნება და მეტი ფეხმავალიც იქნება. ბუნებრივად წავა მაქეთ რაც ცუდი არაა. ქალაქი გადალაგდება მტკივნეულად, სხვა გზა არ იქნება. ჭავჭავაძეზე თუ საქმე არ გაქვს არც გაიხედავ.

მტკივნეული პროცესი იქნება ძალიან. უბნის მთელი ქსოვილი დაირღვა. ფალიაშვილი შებრუნდა, ყველა მკვეთი ქუჩა შებრუნდა, ჭავაჭავაძიდან მარცხნივ ვერსად აუხვევ, ვაკის პარკის იქით უნდა მობრუნდე.

არ ვიცი რამდენად იფიქრეს, თუ იფიქრეს ძალიან თამამად გადაწყვიტეს, რადგან ერთი დიდი უბნის 75 წლიანი ქსოვილი, რომელმაც ეპოქების ცვლილებას გაუძლო, ასე მასშტაბურად არასდროს შეცვლილა. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.

ასე მარტივადაც არ მიიღებს ცხადია ამას იქ მცხოვრებნი და ასევე მთლიანი საშუალო კლასი, ვინც იქ საქმიანობს. მაგრამ ფაქტია, ასე მარტივად – ეს ის ვაკე აღარ არის – აღარსდროს იქნება”

ასევე იხილეთ