“ფოთი-ხობი-სენაკის მუნიციპალიტეტებს ტაიფუნი “ჩერგო” უახლოვდება”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

“როგორც სინოპტიკოსები გვატყობინებენ, ფოთი-ხობი-სენაკის მუნიციპალიტეტებს ტაიფუნი “ჩერგო” უახლოვდება.
ტაიფუნმა გამოუშვა სიგნალი, სადაც ნათქვამია:
– დაგვადგა ნათელი!
გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.
ფოთი, ხობი, სენაკი.
ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს

ხალხო ფრთხილად იყავით. მოერიდეთ ქუჩაში გამოსვლას, რადგან ტაიფუნი არაადეკვატურია და მისი რეაქციებისა და მიმიკების განსაზღვრა მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ.
God, help and protect Poti, Khobi and Senaki.
ღორონთ დიფარი ფოთი, ხობი და სენაკი“, – წერს გია გაბრიჭიძე.

მოკლედ, ასეთი ამბავია:

დაგვადგა ნათელი!

გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა მაჟორიტარად იყაროს კენჭი.

ფოთი, ხობი, სენაკი.

ვინაიდან ამ დღეს მე დიდხანს ველოდი და პროცესი მაგრად მაინტერესებს:

1. ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები – სანამ კამპანიაა.

2. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას.

3. ყველას, ვისაც ჩვენ მოგწონვართ, ან უბრალოდ – გაინტერესებვართ და ცხოვრობთ ფოთში, ხობში, სენაკში და მის შემოგარენში – შემეხმიანეთ.

ჯერ მოგისმენთ და მერე ერთად მოვიფიქრებთ რა ვქნათ – როგორ მოვიგოთ.

ასევე იხილეთ