“გამომიგზავნეთ ფორმა №100 და გაჩუქებთ ჩემს ორ წამალს”

ხათუნა ჟორდანია,  Facebook ვიდეომიმართვასავრცელებს:

“უამრავი ადამიანი მწერს, რომ გავაკეთო ეს “ლაივები”, რადგან მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ იმ ადამიანებს ვინც ავად არის. თუ კი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ენერგიას და სტიმულს იმისთვის, რომ ამ ვერაგ დაავადებას ებრძოლოს, მე გპირდებით, რომ ჩართვებს ხშირად გავაკეთებ. ჩემს გვერდზე დავდე წამლების ფოტო და რამდენიმემ მომწერა, რომ ეს წამალი უნდოდა. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100-ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამლები ნამდვილად გჭირდებათ ვინმეს, აუცილებლად გამოგიგზავნით ამ ჩემს წამლებს. მინდა ერთმანეთს მხოლოდ დადებითი ენერგია გავუზიაროთ. ვერც კი წარმოგიდგენიათ ყველა წერილი რომელსაც ვიღებ, რამხელა ძალას მაძლევს და რამხელა სტიმულს. როდესაც ამ მდგომარეობიდან გამოვალ, აუცილებლად გავაკეთებ ფონდს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის. სიმსივნის მკურნალობა არის ძალიან ძვირადღირებული და ეს ფონდი დაეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც წამლები სჭირდება“.

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა თოქ-შოუ ,,პროფილის” ანონსი, რომელშიც ხათუნა ჟორდანია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების შესახებ საუბრობს: 

,,დამემართა ის, ყველაზე ძალიან რისიც მეშინოდა, უმძიმესი ფორმაა ფილტვის სიმსივნის, არასოდეს არ ვფიქრობ იმაზე, რომ მოვკვდები. მე ვარ ბედნიერი, რომ მყავს ეს ორი გოგო –  განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ ზურასგან”, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ასევე იხილეთ