ქორწილი ჩაშალა ქალმა, რომელიც ყვიროდა, რომ სასიძოსგან ორსულადაა

აშშ-ში, დეტროიტში ქორწილი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცერემონიის არასასურველმა სტუმარმა დაიწყო ყვირილი, რომ სასიძოსგან ორსულადაა, – ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალი, ფიცის დადების დროს, სასიძოს უყვირის, მოძღვარი კი ცდილობს, ამის მიუხედავად, ფიცის ტექსტის კითხვა განაგრძოს.

სარძლოს მდგომარეობიდან გამოსული და კი, ქორწილის დაუპატიჟებელ სტუმარს თაიგულს ესვრის.

ვიდეო სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე გავრცელდა მას ათასობით მომხმარებლის კომენტარი მოჰყვა.

ასევე იხილეთ