“გაგვიხარდეს იმ დედების ნაცვლად, ვისთვისაც ეს თანხა მაშველი რგოლივითაა”

ყოფილი ტელეწამყვანი, ესპანური ენის სპეციალისტი, თეა გვასალია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დღეს გაკეთბულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“მგონი შეიძლება, რომ გახარიას განცხადებას 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200 ლარის ერთჯერადად გამოყოფის თაობაზე, პოლიტიკური სარჩული არ დავუდოთ, არც ხბოს აღტაცებით შევხვდეთ, არც წინასაარჩევნო ტრიუკად აღვიქვათ და გაგვიხარდეს იმ დედების ნაცვლად, რომელთათვისაც ეს თანხა მართლა მაშველი რგოლივით იქნება შვილების სასკოლოდ მომზადებისთვის!” – წერს თეა “ფეისბუქზე”

ასევე იხილეთ