„ნაციონალური მოძრაობის“ მუმბაის რეგიონალური ოფისი გაბრაზდა“

დედაქალაქის მთავრობის გუსშინდელი სხდომის პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, აღნიშნულ ლაივზე ასობით ე.წ. ბრაზის რეაქცია დაფიქსირდა. მალევე გაირკვა, რომ ამ გაბრაზების რეაქციის გამომხატველი ფეისბუქ-მომხმარებლების უდიდესი ნაწილი სინამდვილეში ე.წ. ბოტი იყო, რომელთა უმეტესობა ინდურ-პაკისტანური სახელებით ფიქსირდებიან სოცქსელში და „ფეიკები“ არიან.

აღნიშნულ ფაქტს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში ასე გამოეხმარა:

„ნაციონალური მოძრაობის“ მუმბაის რეგიონალური ოფისი გაბრაზდა“, – დაწერა კახა კალაძემ და პოსტს ის ვიდეოც დაურთო, სადაც ბოტებისა და „ფეიკების“ აქტიურობა თვალნათლივ ჩანს.

ასევე იხილეთ