“მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის”

ზვიად ბარბაქაძის ქვრივი მარიკა გვასალია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მძიმე თვე აგვისტოა 😔 მოუშუშებელი ტკივილით სავსე 💔 ამ რთულ პერიოდში მატერიალური მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს ჩემი შვილისადმი კეთილგანწობისა და მისი გახარებისთვის. თითოეულ ადამიანს ვისაც ვახსოვართ და მზრუნველობას იჩენს ❣ მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ეცხოვროთ შვილებს მშობლებთან ერთად 🇬🇪🇬🇪🇬🇪”.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, დაღუპული თანამშრომლების შვილებსა და ოჯახებს მატერიალური დახმარებები გაეწიათ.

 

ასევე იხილეთ