ბეირუთში აფეთქების შემდეგ ქალმა საავადმყოფოში მალევე იმშობიარა

ბეირუთში,  4 აგვისტოს, მასშტაბური აფეთქების შემდეგ  ქალმა საავადმყოფოში მალევე იმშობიარა.

ედმონდი და მისი ცოლი, ემა, საავადმყოფოში 4 აგვისტოს დილით მივიდნენ. მაშინ, როდესაც ემა პალატიდან სამშობიარო ოთახში უნდა გადაეყვანათ, ედმონდმა ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. გადაღების დროს, მაშინ, როდესაც ედმონდი ოთახში შედიოდა, აფეთქება მოხდა და ოთახის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

“მე მივედი და ჩემა ცოლს ყველაფერი მოვაცილე, ექთანს ადგომაში დავეხმარე და ჩემი ცოლის საწოლი უსაფრთხო ადგილას გადავიტანე.” – თქვა ედმონდმა.

მისივე თქმით, ექიმები და ექთნები ძალიან პროფესიონალები იყვნენ – “მათ ბავშვის გამოყვანა დაიწყეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა”.

ედმონდის თქმით, სამშობიარო ოთახი, წამლები და ინსტრუმენტები მთლიანად განადგურდა:

“ჩემ ცოლს წამლის გარეშე უნდა გაეჩინა ბავშვი. ამავდროულად, შუქი არ იყო. ამიტომ ექიმები და ექთნები ჩემს ცოლს მობილურით ანათებდნენ სინათლეს”.

ასევე იხილეთ