“მე თუ ჩემი შვილის ცხოვრება მაინტერესებს, ბანძი დედა ვარ?!”

ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

„მე ვიცი ჩემი შვილის ფეისბუქის პაროლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ფეისბუქზე ვზივარ.
თუმცა ყოველთვის ვაკვირდები, რას აზიარებს და რისკენ აქვს მიდრეკილება.
მე ვიცი ჩემი შვილი ვისთან მეგობრობს, მე ძალიან არ მომწონს მისი მეგობარი ალენი, და როცა მასთან ერთად გადის სადმე, მე მუდმივად ვაკონტროლებ, სად არის და რას აკეთებენ.
თუმცა, ვერ ვუკრძალავ, რომ მასთან არ იმეგობროს.
როცა მაღაზიაში შევდივართ, ხელებში ვუყურებ, ხომ არაფერი აიღო, ჯიბეში რამე ხომ არ უდევს?!
აქ, ევროპაში მცხოვრები ქართველების უმეტესობისთვის, მოპარვა ჩვეულებრივი ამბავია და მე არ მინდა, ჩემი შვილისთვის ეს ნორმად იქცეს.
თუმცა, ვერასოდეს დავუფიცებ ვერაფერზე.
მე აუცილებლად მეცოდინება, ჩემი შვილი რა პროფესიას აირჩევს, აუცილებლად მეცოდინება სად იმუშავებს, მეცოდინება მისი თანამშრომლები, მეცოდინება მისი წრე, სად ტრიალებს…
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლის იქნება ის ?!
მე თუ ჩემი შვილის ცხოვრება მაინტერესებს ბანძი დედა ვარ ?!
კონტროლი აკრძალვას არ ნიშნავს, ხალხნო…

და დიახ, მე ვაკონტროლებ ჩემს შვილს.

მადლობა ყურადღებისთვის.“

ასევე იხილეთ